მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას ამზადებენ

ტრამპი და ძინპინი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა სატარიფო პოლიტიკამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო, რადგან ჩინეთი მოლაპარაკებაზე დათანხმდა და უახლოეს მომავალში აშშ-ის და ჩინეთის მთავრობები ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ.

ტრამპის თქმით, სავაჭრო შეთანხმება არსებული ბარიერების შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული და ის აშშ-ის ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებლის მომტანი იქნება.

კონკრეტულად რას მოიაზრებს შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტს არ განუმარტავს, რადგან ეს ამ ეტაპზე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

ექსპერტების ვარაუდით, მხარეები ტარიფების შემსუბუქებაზე, სავაჭრო ბარიერების შერბილებაზე და ვაჭრობის გამარტივებაზე შეთანხმდებიან, რაც ორივე ქვეყნისათვის მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე იმ სავაჭრო ომში ჩართვა, რომელიც ტრამპმა წამოიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები

OSZAR »