მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა $19 მილიარდის ამერიკული სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

აშშ-ჩინეთი

თებერვალი-მარტის პერიოდში, რაც ვაშინგტონი-პეკინის სავაჭრო ომის გამწვავებას ემთხვევა, ჩინეთმა საერთაშორისო ბირჟაზე დაახლოებით 19 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სახაზინო ობლიგაციები გაყიდა.

ეს ტრანზაქცია იმდენად მასშტაბური იყო, რომ T-Bill-ების მფლობელების რეიტინგში ჩინეთი მე-3 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და მას დიდმა ბრიტანეთმა გადაუსწრო.

ანალიტიკოსების შეფასებით, ობლიგაციების თავიდან მოშორებით ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პასუხი გასცა და მიანიშნა, რომ თუ სატარიფო-სასანქციო რეჟიმი გამკაცრდებოდა, პეკინი ბაზარზე პანიკას შექმნიდა და დიდი მოცულობით ობლიგაციების გაყიდვით აშშ-ის მთავრობას კრიზისის წინაშე დააყენებდა, რაც სახაზინო ობლიგაციების გაუფასურებით იქნებოდა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები

OSZAR »