15 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:
10:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშის“ განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“. ინიციატორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი 3. საქართველოს მოქალაქე ზაალ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმეებად გამოცხადების შესახებ. ინიციატორი: საქართველოს მოქალაქე ზაალ წერეთელი მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2024 წელი)
- ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის მარტი)
- ტურიზმის სატელიტური ანგარიშები (2024 წელი)